|
2022-12-16 14:11:43, 992 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე რატი ბრეგაძეს - ადამიანი, რომელსაც გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა, აქ არ უნდა იდგეს
მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ახლა პროკურორისა და გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ იუსტიციის მინისტრს, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. ხატია დეკანოიძის თქმით, რატი ბრეგაძეს მოუწევს წარსდგეს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე და მათ შორის გახდება გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში. "ახლა წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორის და გამოძიების კითხვებს და არა იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას აყრიდეს ნაცარს. ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა, აქ არ უნდა იდგეს. ბატონო რატი, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, და ძალიან ბევრი ის ადამიანი, მათ შორის სანქციებით, მათ შორის იქნები გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში სააკაშვილი-რატი ბრეგაძე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი",- თქვა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. პროტესტის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებითა და ბანერით - „ნუ კლავთ!“ მივიდნენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)