|
2022-12-16 11:15:49, 881 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია შეუერთდა
პარლამენტში მოშიმშილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. ჯანაშიას თქმით, მონაწილეობას მიიღებს ყველა საპროტესტო აქტივობაში, რომელიც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად. „მე მივიღებ ყველა ისეთ საპროტესტო აქტივობებში და შიმშილობის აქციაში მონაწილეობას, რომელიც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი ჯანმრთელობის რეალური პროგრესი აღინიშნება, შიმშილობას შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა. შიმშილობას ვაპირებ, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება”, - განაცხადა ჯანაშიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)