|
2022-11-25 14:41:36, 1390 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით - კლევერლი ზელენსკის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. "დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის გადამწყვეტ მომენტში უკრაინის გვერდითაა. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის!" - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა. შეხვედრასთან დაკავშირებით, თავის მხრივ, ინფორმაცია გაავრცელა ჯეიმს კლევერლიმაც. "გაერთიანებული სამეფო მხარს გიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს დაგპირდით და დიდი ბრიტანეთი პირობას შეასრულებს", - დაწერა მან Twitter-ზე. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრამდე, უკრაინას ქვეყნის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკიც სტუმრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)