|
2022-11-25 11:38:24, 1690 ნახვა
მსოფლიო
„უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო, ლუკაშენკოს რეჟიმი პასუხისგებაში უნდა მიეცეს“ - ევროპარლამენტის რეზოლიცია
ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთთან ერთად იზიარებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რომლის გამოც ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს,- ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომლითაც ევროდეპუტატები EU-სა და ევროკომისიას ბელარუსისთვის, სანქციების დაწესებას სთხოვენ. როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, დიქტატორი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს. „მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის პოზიციას, რომ ბელორუსია უნდა იყოს აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ, პარლამენტი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს მთავრობის ჩართვას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები იმეორებენ თავიანთ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკომისიას, მკაცრად დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც მათ დაუწესეს რუსეთს. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, როგორიცაა Nexta. და მოუწოდებენ უფრო სისტემატური თანამშრომლობისკენ ევროკავშირსა და ბელორუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)