|
2022-11-25 09:44:20, 1290 ნახვა
მსოფლიო
მერკელი - პუტინისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება და მე აღარ მქონდა ეს ბერკეტი, რადგან მივდიოდი
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ვეღარ ახერხებდა გავლენა მოეხდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რადგან თანამდებობას ტოვებდა. როგორც მერკელმა ჟურნალ Der Spiegel- თან ინტერვიუში განაცხადა, 2021 წლის ზაფხულში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, მას უკრაინის თაობაზე „დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება“ სურდა კრემლის ხელმძღვანელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად. მისივე თქმით, ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ყველა პოლიტიკოსმა. ”მაგრამ მე აღარ მქონდა ბერკეტი, რადგან, საბოლოოდ, ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი”, - განაცხადა კანცლერმა მერკელმა ასევე ისაუბრა 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში მის ბოლო ვიზიტზე, რომლის დროსაც იგრძნო, რომ მას აღარ აღიქვამდნენ გავლენიან პოლიტიკოსად. „რაც შეეხება პოლიტიკაში გავლენას, პუტინისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ძალაუფლება. ამ ბოლო ვიზიტზე მან ლავროვიც მოიყვანა, თორემ ხშირად მარტო ვხვდებოდით ერთმანეთს“,- დასძინა მერკელმა. შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელმა ფედერალური კანცლერის თანამდებობა 2021 წლის 8 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სამი თვით ადრე დატოვა. ამასთან, სექტემბრის დასაწყისში ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინის სიტყვების სერიოზულად მიღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატში მის განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რომ თითქოს ევროპაში მშვიდობა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)