14:16 - 22 Jul, 2026
|
2022-11-24 10:39:09, 1433 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანმა“ 12 ადამიანი სახალხოდ გაამათრახა
ავღანეთში, "თალიბანის" წევრებმა 12 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი საფეხბურთო მოედანზე სახალხოდ გაამათრახეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია "თალიბანის" ოფიციალურ წამომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მათ ბრალად ედებათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენა, როგორიცაა - ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები. მამაკაცებსა და ქალებს, გამათრახების დროს, 21-დან 39-მდე დარტყმა მიაყენეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც ისლამისტურმა ჯგუფმა მსგავსი სახალხო დასჯის სცენა მოაწყო. როგორც BBC წერს, ასეთი შემთხვევები, 1990-იან წლებში "თალიბანის" წინა მმართველობის პირობებში არსებული მკაცრი პრაქტიკის დაბრუნებაზე მიანიშნებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)