14:17 - 22 Jul, 2026
|
2022-11-23 09:08:53, 890 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები
თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 22 ადამიანი. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლში, იზმირში და სხვა პროვინციებშიც იგრძნობოდა. როგორც ქვეყნის გეოლოგიური სამსახური იტყობინება, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. დუზჯეში მიწისქვეშა ბიძგები 1999 წელსაც მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწიძვრას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)