|
2022-11-22 16:33:49, 946 ნახვა
მსოფლიო
გერაშენკო - რუსეთი ემზადება, რომ იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყოს
რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მან Twitter-ზე დაწერა, რუსეთი ამჯერად 500 000-დან 700 000-მდე სამხედროს მობილიზებას გეგმავს. "რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. აქამდე გაწვეული 300 000 სამხედრო უკვე მოკლული, დაჭრილი ან დემორალიზებულია. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას - ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში", - წერს გერაშჩენკო. შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, საომარი მოქმედებების ზონაში, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000 ადამიანიდან 87 000 მობილიზებული გაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)