|
2022-11-22 11:17:51, 993 ნახვა
მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტია არ წყდება
ირანში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ათასობით მგლოვიარე 16 წლის მოზარდის დაკრძალვაზე, რომელიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და მას "ირანის მოწამეს" უწოდებენ. ერთი დღით ადრე, ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ ჯავანრუდში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს. ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)