|
2022-11-20 16:25:20, 1198 ნახვა
მსოფლიო
WP - რუსეთმა ირანთან მიაღწია შეთანხმებას და საკუთარ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი თვითმფრინავების წარმოებას იწყებს
რუსეთმა ირანთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საკუთარ ტერიტორიაზე ასობით უპილოტო საფრენი თვითმფრინავის წარმოებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post აშშ-ისა და სხვა დასავლური უსაფრთხოების სააგენტოების დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შეთანხმებას რუსმა და ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ნოემბრის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. The Washington Post-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთი და ირანი დიზაინსა და სხვა კომპონენტებზე სწრაფად შეთანხმებას ცდილობენ, რათა წარმოება მომდევნო თვეებში დაიწყოს. ცნობისთვის, 5 ნოემბერს, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის მტკიცებით, ტრანსფერი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე განხორციელდა. უფრო ადრე, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ "ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს" და რომ "თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა". აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. 19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)