15:19 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 14:05:23, 1188 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - დროა ევროპამ „დახუროს უკრაინის ცა“ მისივე უსაფრთხოებისთვის

დროა ევროპამ „დახუროს უკრაინის ცა“ მისივე უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე.

„მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე. მხოლოდ რუსეთი დგას ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდი რისკების უკან. არ არის საჭირო, რომ საბაბები ვეძიოთ ძირითადი გადაწყვეტილებების გადასადებად. დროა ევროპამ "დახუროს უკრაინის ცა". მისივე უსაფრთხოებისთვის..“,- წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics