15:41 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 10:12:52, 1781 ნახვა

პოლიტიკა
PES-ის რეზოლუცია - მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას

ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობს, მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროკავშირის გზის მხარდაჭერაზეა საუბარი.

რეზოლიცოაში საუბარია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველო ყველა კრიტერიუმს შეასრულებს. 

"მხარს ვუჭერთ უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზაობას, სტატუსი მიენიჭოს საქართველოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, როგორც კი ყველა კრიტერიუმს შეასრულებენ, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ მისი  ევროპული პერსპექტივა აღიარა.

ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნდა  რეკომენდაციები, რომელბიც  საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა განახორციელოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics