|
2022-10-14 16:52:26, 1030 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, ვერ ვიტყვი, რომ მახარებს
ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რეზოლუციაში მისი ამ კონტექსტში ხსენება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. "ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა და მათ გათავისუფლება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)