|
2022-10-13 22:11:10, 983 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ვთვლი რომ ის პოლიტიკური პატიმარია
მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ვთვლი რომ ის პოლიტიკური პატიმარია. - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ძალიან ტოლერანტულია. "მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ვიმედოვნებ რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ცხადია რომ ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილი ძალიან არ უყვარს და ბედნიერია რომ ის ციხეში ზის. ეს ფაქტია რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევს. ჩემი შეფასებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ძალიან ტოლერანტულია. რეზოლუციას მხარი საქართველოს წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)