|
2022-10-13 17:09:14, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა უსისხლო და უსინდისო ნაბი*ვარი
თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია. - ასე გამოეხმაურა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. მისივე თქმით, განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვარი. "განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები. ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა - ჩვენია. თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)