|
2022-10-12 18:43:34, 856 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ
ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. "ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მაგრამ, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აქ იგრძნობა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არის ნაკლები თანამშრომლობის სურვილი. ხედავენ, რომ არის თავდასხმები ამერიკის ელჩზე, ასევე ხედავენ პროპაგანდას, რომელიც აღვივებს იმ რწმენებს საქართველოში, რომ თითქოს ამერიკას სურს ომი საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს განწყობები ახდენს გავლენას და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მოახდინა კიდეც გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. ასე თუ გაგრძელდა ამას ექნება სერიოზული შედეგები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)