|
2022-10-11 19:45:05, 940 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - 11 სექტემბერს რადარზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული ირანული სატვირთო თვითმფრინავი დავაფიქსირეთ
11 სექტემბერს რადარზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული ირანული სატვირთო თვითმფრინავი დავაფიქსირეთ. - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა , ელენე ხოშტარიამ გაბაცხადა. მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე ირანული სატვირთო თვითმფრინავებისთვის გამოიყენებოდეს, რომლებსაც ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, "შაჰედ-136" გადააქვს. ""გუშინ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარტყმების ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო ირანის უპილოტო საფრენი აპარატები, "შაჰედ-136"... 11 სექტემბერს დავაფიქსირეთ რადარზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული ირანული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც იყო აფრენილი სამოქალაქო- სამხედრო ფუნქციის მქონე აეროპორტიდან. 19 სექტემბერს აშშ-მ დამატებით სანქციები გამოწერა ამ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე, ამ ტიპის ბოინგის გადაზიდვის გამო და გამოითქვა, რომ ეს სწორედ ის გადაზიდვებია, რომელიც ამარაგებს რუსეთს მსგავსი ტექნიკით და ამ ტექნიკისთვის აუცილებელი ჩიპებით და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)