|
2022-10-09 18:05:19, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ჟურნალისტებს - კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? - არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული
სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე - თუ მედიკოსები დაადასტურებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მისცენ უფლება მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, პრემიერმა ასე უპასუხა: „კონკრეტიკა გაქვთ რამე, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? მე ვიცი რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)