|
2022-10-09 17:43:09, 1388 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას
ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას. „მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი. ყოველ ჯერზე, როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს - დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)