|
2022-02-10 15:49:15, 796 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი ეროვნულ თანხმობაზე - წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ
ეროვნული შერიგების პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა. მისვე თქმით, ომბუდსმენი პროცესში იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება. "ჩემი აზრით ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასება იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ჩვენ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შეთანხმება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, როგორი ინსტიტუტები უნდა გქონდეს ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მე მაინც მესმის პრეზიდენტისგან ის გზავნილები, რომ მთავარი აქცენტი ამ პროცესის იქნება წარსულის ისტორიული შეფასება, ამიტომ მე დღეს მოვედი, რადგან ვნახო რა არის პრეზიდენტის გზავნილი და ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩემი პოზიციაც ვთქვა, რომ საკუთარ ჩართულობას ჩემი მანდატიდან გამომდინარე ამ პროცესში ვხედავ, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარების და გამოსავლის ძიებისკენ. თუ იქნება მხოლოდ ისტორიული შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქ რაღაც როლი და მანდატი არ აქვს და შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას. "- ამბობს ნინო ლომჯარია
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)