|
2022-02-09 11:15:28, 670 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ე.წ პიჯაკების საქმე შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუშია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია ე.წ პიჯაკების საქმეს პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუშს უწოდებს. როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, სასამართლოზე გამოიძახეს ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სდსს-ს ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში მართავდა. მისივე თქმით, საზოგადოება დაინახავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებშიც მოხდა მსგავსი ხარჯების გაწევა, რასაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან. „ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში. ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ, გაიწოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. ჩვენ ის გამოვიძახეთ მოწმედ, მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს, რომ ის სასამართლო პროცესზე გამოცხადდება. თუ ანზორ ჩუბინიძე გამოცხადდა საზოგადოება დაინახავს, რომ 2013 წელს, „ქართული ოცნების“ პირობებშიც რამდენიმე ასეული ათასი ლარის დოკუმენტურად დადასტურებული, მსგავსი ხარჯებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)