|
2022-02-07 17:11:46, 980 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი - კომისიის შექმნა პარლამენტის უფლებამოსილებაა, სააკაშვილის მიმართ სათანადო მოპყრობა უნდა განხორციელდეს
მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა.- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ელჩის თქმით, სააკაშვილის მიმართ სათანადო მოპყრობა უნდა განხორციელდეს და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მოხდეს. "მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები კომისიის შექმნის და ეს არის პარლამენტის უფლებამოსილება. რაც შეეხება მართლმსაჯულებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა საჩივარი გააგზავნა ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და კანონთან შესაბამისობას. ჩვენი პოზიციაა, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, მოხდეს სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, თუ ამის საჭიროებაა და ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპით",- აცხადებს კელი დეგნანი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)