|
2022-02-07 16:00:03, 962 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირველად შესვლისას ვნახე და დღევანდელს შორის
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა. როგორც ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა შეიცვალოს. მანვე დასძინა, რომ რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც ციხეში პირველი შესვლის დროს მოინახულა, დღევანდელთან შედარებით. „ექიმები უნდა შევიდნენ, მკურნალობის შეცვლა არის საჭირო, მკურნალობა უნდა შეიცვალოს. სპეციალური აპარატურაა საჭირო, ესეც უნდა იქნეს გამოყოფილი. რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც მე ციხეში პირველი შესვლის დროს ვნახე, ნოემბერში და დღევანდელთან შედარებით. მე კიდევ შევალ თებერვლის შუისკენ და იმედი მაქვს, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ეს მდგომარეობა არ გართულდეს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)