|
2022-02-07 15:00:45, 869 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ანტიკონსტიტუციურია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას
წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას. - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მისივე თქმით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია. "ბადრი ჯაფარიძის განაჩენი ხომ სისხლისსამართლებრივი აბსურდია - ხანდაზმულ ქმედებაზე იმსჯელა სასამართლომ, დანაშაულიც დაადგინა და სასჯელიც შეუფარდა, რომელიც ქმედების ხანდაზმულობის გამო, თავადვე გააუქმა (თავად დვე თქვა, ხანდაზმულიაო!). წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ ამაზე უფრო წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას. ჯერ ერთი, განაჩენი არაა გამამტყუნებელი. და მთავარი, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ის არ არის კანონიერ ძალაში შესული. სანამ განაჩენი გასაჩივრებადია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია, იმ უბრალო მიზეზით, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შექცევა შეუძლებელია. ანუ, ჯაფარიძე რომ გამართლდეს ზედა ინსტანციებში (თუმცა, როდის გამტყუნდა, ეგეც კი უცნობია), ის ვეღარასდროს აღიდგენს პარლამენტის წევრის სტატუსს, რაც კონსტიტუციურსამართლებრივი ნონსენსია",- წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, საპროცედურო კომიტეტი მიჩნევს, რომ ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)