10:10 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 12:46:48, 901 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოიგონა, რათა პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლონ

„ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის.

"ამ პატიმრის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის და ყველა უწყება ვინც იყო და არის ჩართული, კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და უფლებრივ მდგომარეობასაც, გამომდინარე აქედან, არანაირი საჭიროება ამ კომისიის შექმნისა არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგონა კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics