|
2022-02-04 11:53:04, 902 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – „პარიკმახერი“ 1 დღეში შემოუშვეს, 5 კვირაა არ უშვებენ პირად ექიმს – ივანიშვილო, მე არ ვარ ვიღაც
ან იქნება სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე, სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. „მე მინდა, მივმართო ივანიშვილს. ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის რომ შენ მართავ პროცესებს. თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი პირადი ექიმი წერს რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ბრძანებით ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძლიერი სისუსტე, ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს პრობლემები პირველად ცხოვრებაში ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, მაქვს ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები. ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ეს ხდება შენი მითითებით. ვერავის ვერ გადააბრალებ, ყველანი შენკენ გამოიშვერს ხელს. ან იქნება სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება დამთავრდება ლეტალური შედეგით. მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)