|
2022-02-04 11:30:30, 953 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ცვლილებები იქნება გარდაუვალი
რაღაცნაირად გაჯერდა რომ, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტზირებული,სინამდვილეში საჭიროა ცვლილებები. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ცვლილებები იქნება გარდაუვალი. "კვირიდან კვირამდე სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრობაში არიან. რაღაცნაირად გაჯერდა ეს ყველაფერი, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ მართმსაჯულება უნდა იყოს პოლიტზირებული, სასამართლო აუცილებლად მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილესი ეს ყველფერი შეძლება, რომ ასე არ იყოს და ამისთვის საჭიროა ცვლილებები, რომლის მოსურვე ქვეყნის უმრავლესობა არის. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ცვლილებები მალე მოხდეს. ბევრია, ვისაც ბრძოლის ჟინი არ აკლია, ცვლილებები იქნება გარდაუვალი და მათი შეუპოვარი ბრძოლა აუცილებლად აიყოლიებს სხვა დანარენებს გაუსაძლისი სოციალურ ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, იმ უსაფრთხოების ნაკლოვანებით, რაც აქვს ყველა საქართველოს მოქალაქეს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად იცხოვრონ. მაგრამ მათ, ვისაც ღონე შემორჩათ და მეტი შეგვძლია, მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ აი აქ არ ვიდგეთ. ჩვენი ენერგია და ჩვენი დრო, რომელიც ყვლაზე შეზღუდულად გვეძლევა, მოხმარდეს ცხოვრების სტანდარტის გუმჯობესებას." - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)