|
2022-02-03 12:45:59, 1080 ნახვა
პოლიტიკა
სვენ მიქსერი – EU მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სურვილს, აირჩიოს პარტნიორები
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის სურვილს, გადაწყვიტოს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან სურს თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა. როგორც სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშრისა და ნატო–ში გაწევრიანებას თავად საქართველოს მოქალაქეები უჭერენ მხარს. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის სურვილს, გადაწყვიტოს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან სურს თანამშრომლობა, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეაჯანჯღაროს, დასავლეთისგან არის მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ამას არ შეეგუებიან და რუსეთს საკუთარი ზეგავლენის უკონტროლო გავრცელების უფლებას არ მისცემენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს არჩევანს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო–ში თავად საქართველოს მოქალაქეები უჭერენ მხარს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)