|
2022-02-02 18:50:59, 708 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - „ნაცმოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას კოლაბორაციონიზმს ეძახდა, დღეს არალეგიტიმურში კი, ამ კომისიას ქმნიან
„მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიები კომიისიის შემქნის ინიციატივას“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში, ამას კოლაბორაციონიზმს ეძახდა და დღეს კი, „არალეგიტიმურ“ პარლამენტში ზუსტად ასეთ კომისიას ქმნიან. „მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ. ნაციონალური მოძრაობის“ გადადგმული ნაბიჯები, რეჟიმის მხარდამჭერ და უგუნურ ნაბიჯებად მიაჩნია, რადგან „თავად შექმნეს ატმოსფერო, როდესაც სხვა პოზიციის მქონე ხალხს ნაგვის ყუთებს ახურავდნენ და შემდეგ იგივე ქნეს, რისთვისაც სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ. თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს - უნდობლობის გაჩენა პოლიტიკური პროცესის მიმართ მოქალაქეებში, როდესაც დღეს ერთს იძახი, ხვალ მეორეს და ორივეჯერ მართალი ხარ. ნორმალურ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის გამოყენება პარლამენტში არის აუცილებელი და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში ამას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)