|
2022-01-28 21:25:25, 957 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოებას გენდერულად ყოფსო, არავის არ ვყოფ, თუმცა ფაქტია, ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, განსხვავებული ხედვა
„თქვეს, რომ საზოგადოებას გენდერული ნიშნით ყოფსო. არავის არავისგან არ ვყოფ, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, განსხვავებული ხედვა. მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თანხმობის ინიცირებულ პროცესში, ქალებს გარკვეული როლი ექნებათ. „თანხმობის ინიცირებულ პროცესში ქალებს გარკვეული როლი ექნებათ. ვიღაცამ უკვე თქვა, რომ საზოგადოებას გენდერული ნიშნით ყოფსო. არავის არ ვყოფ არავისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, და მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი, ცოტა სხვა ხედვა. ჯერ ერთი ჩვენს ტრადიციაში, მანდილიდან დაწყებული, კრავაი ჯაყელით გაგრძელებული და ასე შემდეგ. რეალურად, ქალების ეს როლი არ იქნა გამოყენებული ამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, დეპოლარიზაციისთვის არ იქნა გამოყენებული. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოშიცაა“, - “, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)