|
2022-01-28 19:30:39, 975 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, ეს არის ჩემი დასკვნა ჩემი საპრეზიდენტო მანდატის 3 წლის თავზე
„ჩვენ თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა, ეს არის ჩემი დასკვნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ ინიცირებული პროცესი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება, არამედ იგი საზოგადოებივი პროცესია, რომელშიც ყველა უნდა ჩაერთოს. „საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა. ორი თემაა რეალურად საზოგადოებაში, რა გვეშველება, არის ერთი თემა და როგორ და რამ უნდა გვეშველოს. და მემგონი, რომ ჩვენ თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ და ეს არის ჩემი დასკვნა, ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება და მე ვთვლი, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემში რაც არის, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაცა ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური პარტიების შერიგება. ეს იქნება ჩემ მიერ ინიცირებული, საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული...“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)