|
2022-01-27 12:56:32, 799 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - მთავრობის საქმიანობას ცუდად 52%, პრემიერის 35%, პარლამენტის კი 46% აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, 39% კარგად აფასებს, 7%-მა კი, არ იცის. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ლიდერებითა და ინსტიტუტებით უკმაყოფილოა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 35% აფასებს ცუდად, 27% კი, კარგად აფასებს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 46% აფასებს ცუდად, 14% კი, კარგად. საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 46%, კარგად კი, 12% აფასებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% ცუდად, 22% კი, კარგად აფასებს. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)