|
2022-01-27 12:38:22, 603 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - შემოთავაზებული ვერსიები რეზოლუციის არსს ეწინააღმდეგება, ტექსტში სააკაშვილის მოსაზრებები ვერ მოხვდება
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსიები რეზოლუციის არსს ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ვერც სააკაშვილის, ვერც "ნაცმოძრაობის" და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები რეზოლუციაში ვერ მოხვდება. "ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც "ნაცმოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ვერ შეთანხმდა. რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ყველა სიტყვა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი რეზოლიციას ხელს არ აწერს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)