|
2022-01-27 12:17:06, 687 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბაიშვილი - „ოცნების” რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია
"ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი. - ასე შეაფასა "ნაცმოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცის ტექსტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა. მისი თქმით, რეზოლუციის მიღება, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება. "ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, მთავარი აგრესორი არის რუსეთი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი! შესაბამისად, რეზოლუციის მიღება, უკრაინის მხარდამჭერი, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხვდება და აღიქვამს იმ რეალობას, რაშიც ვართ, ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად აქციეს ჩვენი სახელმწიფო და ამიტომაც არის, რომ ადგენენ იმ რეზოლუციას, რომელიც არა უკრაინელი ან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა, არამედ ემსახურება კრემლის პროპაგანდას.", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ვერ შეთანხმდა. რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ტექსტში 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული და ყველა სიტყვა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი რეზოლიციას ხელს არ აწერს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)