|
2022-01-26 15:04:25, 855 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი დღეს, დღის ბოლომდე დარეგისტრირდება. მისივე თქმით, თუ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთ ტექსტზე მოხდება შეთანხება, საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ქართული ოცნება" რეზოლუციის საკუთარ ვერსიას დაარეგისტრირებს. „მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს. არავის შეუძლია, მიუთითოს რომელიმე ქვეყანას მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს. ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით. ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ რეზოლუციას. ჩვენ თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომელშიც პრინციპებზე წინააღმდეგობა ვერავინ გაწია საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)