|
2022-01-26 11:13:27, 825 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელაგაცია, საქართევლოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ დროში ეს ვიზიტი დაემთხვა საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და ასევე მოლაპარაკებებს ნატოსა და რუსეთს შორის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცე არის ნატო საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე ნატომ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და ამიტომ აქ დაყოვნება და დათმობები არის მიუღებელი",-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)