|
2022-01-25 14:49:16, 682 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - არასრულწლოვნების, შშმ პირების, პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით
პოლიტიკური მოძრობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია არასრულწლოვანი, შშმ პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე 2 პოლიციელის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ელენე ხოშტარია წერს, არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების და არც პოლიციის პრობლემა არსად გაქრება, სანამ არ შეიცვლება ფუნდამენტი. „ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო ეხლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის. ჩვენ კი არ უნდა გვისწავლოს ოცნებამ, გავალთ, წამოვალთ დაგვავიწყდება. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს. წულუკიანი რასაც კულტურაში შვება პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილეს რაც ჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა. არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით. მე პირობას ვდებ, დევნილებზეც, კულტურაზეც და შშმ ზეც არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ეხლაც და სამომავლოდაც“, - წერს ელენე ხოშტარია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)