|
2022-01-24 12:37:53, 929 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, მმართველ გუნდს კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. ხატია დაკანოიძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარო კომიტეტთან. "საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია არის ძალიან ძლიერი საფრთხე და გამოწვევა, მათ შორის, ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხის მიმართულებით და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით. ეს არის საკითხი რომლეზეც სახელმწიფომ პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს შესაბამისად გარდა ერთობლივი რეზოლუცისა. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარო კომიტეტთან. აუცილებელია უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი, უმრავლესობის და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პარალელურად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს", - თქვა ხატია დეკანოიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს როზოლუციები იქება ნათელი გზავნილი, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირ დათმობებზე წასვლას. "მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყავს ჩვენ ქვეყანას. მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს გაფართოებულ ფორმატში შესაბამისი საბჭოს სხდომა, მიიწვიოს ამ საბჭოს სხდომაზე მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი ქვეყანა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)