|
2022-01-23 11:41:52, 1081 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - პრემიერი ჩემთვის ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ
ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი,- კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხმაურება. როგორც წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მისთვის პრემიერი დიდი ავტორიტეტია და თუ ის მოისურვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს პოსტს, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. "ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ 6 წლის ასაკში ნამყოფი და სინამდვილეში საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა და იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. იმიტომ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს, ჟორიკ რურუები და სხვა კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, ბონბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები. ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება,"- განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, 17 იანვარს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკანის პოსტიდან გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)