|
2022-01-22 10:41:19, 1269 ნახვა
პოლიტიკა
დეოკუპაცია და თავისუფლება ჩვენი საერთო ბრძოლაა - „ნაცმოძრაობა“ უკრაინას თანადგომას უცხადებს
"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო თანადგომას უცხადებს. როგორც "ნაცმოძრაობა" აღნიშნავს, დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა რუსეთის ფედერაციისთვის მკაფიო გზავნილია. "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. - ნათქვამია ნაცმოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადბაში. რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა, სახეცვლილი ფორმით საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს. რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია. რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს. საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება." - ნათქვამია "ნაცმოძრაობის" განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)