|
2022-01-21 19:13:06, 1049 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა
„გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ექსპრეზიდენტთან იმ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა. ნიკა გვარამიას სიტყვით, მიხეილ სააკაშვილის უკანონო იქნება, ალტერნატიული კონსილიუმისა და მკურნალი ექიმის შეშვებაზე უარის თქმა. „ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და კიდევ ვაპირებ მასალების დათვალიერებას. მე მაინტერესებდა მას რა აინტერესებს კონკრეტულად და ეს არის გორის ე.წ. საათის ეპიზოდი და კიდევ გლდანში მინდა რამდენიმე ეპიზოდის ნახვა. მდგომარეობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმები მასთან შეუშვან. გაუგებარი და უკანონოა უარის თქმა ალტერნატიული კონსილიუმის შეშვებაზე და ასევე მკურნალი ექიმის არშეშვება. ბატონი გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა აუცილებლად. არა ამ სიტყვებისთვის რაც ეხლა თქვა, არამედ მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა რა მოიმოქმედა და იცოდა თუ არა სააკაშვილმა სად მიყავდათ, ამასაც მალე ნახვას ყველა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)