|
2022-01-21 17:29:40, 1190 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი – ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ჟენევაში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს და რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, ლავროვმა აღნიშნა, რომ შეხვერაზე გააჟღერა მთავარი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს, რადგან ალიანსი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს. „რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ლავროვმა. ამასთანავე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ შეხვედრის ბოლოს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი დაჰპირდა, რომ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)