|
2022-01-20 22:19:42, 937 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ბიზნესებს, გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში გადარეგისტრირდნენ
„მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც "ოცნებამ" ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი, წალენჯიხაში, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ექსპრეზიდენტის თქმით, ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული. „მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული. ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც "ოცნებამ" ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა. მივბაძოთ ტელეკომპანია "მთავარ არხს" და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს!“, - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)