|
2022-01-20 17:24:50, 1162 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში იულიან შიფუს შეხვდა. ამბის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. „საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა რუმინეთთან თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ მრავალწლოვან თანამშრომლობაზე და სამომავლო ხედვებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)