|
2022-01-20 17:16:40, 1112 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან წერილი გამოუგზავნეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და გერმანელი პოლიტიკოსის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან წერილი გამოუგზავნეს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფელაბამცველი გიორგი მშვენიერაძე იუწყება და აცხადებს, რომ შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენლები, კვლავ გააგრძელებს ისეთ საკითხებზე დაკვირვებას, როგორიცაა საქართველოში, სამართლიანი სასამართლო და ა.შ. „მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით, როგორც სააკაშვილის ადვოკატს“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)