|
2022-01-20 14:44:11, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, მონასტერია, იმდენი მოუნანიებელი დანაშაული აქვს ჩადენილი
იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გა განაცხადა. კობახიძის თქმით, სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია, რადგან მუდმივად ითხოვს ისეთ რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის. „სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმაც სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი, რომ სადაც გაუჭირდება, ეს არის მონასტერი. სააკაშვილი სინამდვილეში გამოდის, რომ არის პრივილეგირებული პატიმარი, იმიტომ რომ ითხოვს მუდმივად რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)