|
2022-01-20 11:52:21, 1057 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – დარწმუნებული ვარ, პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს, გამიხარდება თუკი შევცდები
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა. როგორც ადვოკატმა ექს–პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა აქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია, უწყება ამას არ იზამს. "ჩვენ მოვითხოვეთ დაზარალებულის სტატუსი პროკურატურისგან და არსებობს ყველა წინაპირობა, რომ მოგვენიჭოს ეს სტატუსი, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და გავივლით ყველა იმ სამართლებრივ ნაბიჯს, რაც დაზარალებულის ცნობასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობით, კანონმდებლობაში. მართალია ჩვენ არ გვჯერა საგამოძიებო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურის დამოუკიდებლობის, ან სასამართლოსი და არ ვცხოვრობთ ილუზიებში, ერთადერთი ორგანო, რომელმაც გამოავლინა კანონისადმი ერთგულება და არა ივანიშვილისადმი ერთგულება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო, რომელიც 2 დღეში გააუქმეს და ცხადია, ამას მომავალში ასე მარტივად ვერავინ გაბედავს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს და გამიხარდება თუკი შევცდები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ, ან არ უნდა გავასაჩივროთ უკანონო გადაწყვეტილება", – განაცხადა ადვოკატმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)