|
2022-01-19 15:22:57, 844 ნახვა
პოლიტიკა
ლონდა თოლორაია - ეს სამსახური განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა, რაც ვიღაცისთვის დისკომფორტი აღმოჩნდა
„მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა“, - ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ, საზოგადოების ნდობის ხარისხი, ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი. ,,15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მე დაინტერესებული არ ვყოფილვარ პოლიტიკით. არასოდეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა პოლიტიკური და არასოდეს არ მაინტერესებდა პოლიტიკა. მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ვიყავი საჯარო მოხელე. მე არ ვიცი თავში ვის რა უტრიალებდა, როცა სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჩემს შემთხვევაში თქმა იმისა, რომ ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით ალბათ ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. მე ამას ვუკავშირებ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურად ნეიტრალურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეს სამსახური იღებდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)