|
2022-01-19 14:49:48, 889 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი - კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში, არა სახლში, არამედ ჩემთან ეპარქიაში
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მზად არის და სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის შუამავალი იყოს და გამოსავალს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში ხედავს. მისივე თქმით, მას ექსპრეზიდენტთან უსაუბრია და ფიქრობს რომ სააკაშვილი ამ შეთავაზებაზე თანახმა იქნება. მეუფე აცხადებს, რომ ის შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიას გამოყოფს. "სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება , ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება." ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)