|
2022-01-19 12:44:00, 927 ნახვა
პოლიტიკა
ექიმი – არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის სრულყოფილი რეაბილიტაცია რუსთავის ციხეშია შესაძლებელი
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრულყოფილი რეაბილიტაცია არ უტარდება. როგორც ექიმმა კონსილიუმის დასკვნის გამოცხადებისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა გადაიტანა სერიოზული სტრესი, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება. "გარდა იმისა, რომ ის პატიმარია, მან ორჯერ მიიღო ძალიან მძიმე სტრესი. ერთხელ ეს იყო გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის დროს და მეორედ ის იყო გორში, 25-26 დეკემბერს, როცა მას გაუფრთხილებლად დაუპირეს ისევ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ანუ ის უბრალო პატიმრობაში კი არ იმყოფება, გადაიტანა სერიოზული სტრესი, რამაც გამოიწვია ეს სიტუაცია. მე ცოტა არ მჯერა იმის, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ის ახლა იმყოფება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მცდელობაც არ ყოფილა ამის და მცდელობა მაინც უნდა იყოს", – განაცხადა ექიმმა. ამასთანავე, ექიმმა აღნიშნა, რომ ის სომატური დარღვევები, რომლებიც ექს–პრეზიდენტს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, არ არის მოხსნილი და პირიქით, ამ თვალსაზრისით გაუმჯობესება არაა. "ის სომატური დარღვევები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, არ არის მოხსნილი. პირიქით, არანაირი გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით არ არის. ამ დიაგნოზს სჭირდება მკურნალობის სამი მიმართულება - სტრესი უნდა იყოს მოხსნილი, ფსიქოთერაპია უნდა იყოს მრავალმხრივი და უნდა ჩატარდეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც დამხმარე ხასიათს ატარებს. მას სტრესი დღემდე მოხსნილი არ აქვს და ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ უტარდება, შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით არ უმჯობესდება", – განაცხადა ექიმმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)